სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი კონგრესმენი: რუსეთის სამხედრო ქმედებებმა რეგიონი ჩიხში მოაქცია

ამერიკელ კონგრესმენ დევიდ დრეიერის განცხადებით, რუსეთის ქმედებებმა რეგიონი ჩიხში მოაქცია. როგორც მან კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთსა და აშშ-ს ერთმანეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვაშინგტონმა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვის ტაქტიკაზე თვალი დახუჭოს.

მან 2008 წლის ომის შემდეგ შემდეგ რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტერორისტულ აქტებს საქართველოს ტერიტორიაზე.

„რუსეთის სამხედრო ქმედებებმა რეგიონი ჩიხში მოაქცია. მან დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ნორმები. მას შემდეგ სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ეს საშიში ილუზიაა, რადგან რუსეთმა შესაძლოა პოტენციურად საშიში ქმედებები განახორციელოს. 2008 წლის შემდეგ საქართველოში 12 ტერორისტული აქტის მცდელობა იყო, რომელიც რუსეთს უკავშირდება. ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სცადა, რასაც რამდენიმე პრაგმატული და სტრატეგიული მიზეზი ჰქონდა. რუსეთი ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მოთამაშე და გაეროს მუდმივი წევრია. მასთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თვალი უნდა დავხუჭოთ მის ქმედებებზე პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. დრეიერი საქართველოში ვიზიტით ივნისის დასაწყისში კონგრესმენებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100