სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბერძნეთში დაკავებული საქართველოს 9 მოქალაქიდან 2 გაათავისუფლეს

საბერძნეთში დაკავებული საქართველოს 9 მოქალაქიდან 2 მტკიცებულების არ ქონის გამო გაათავისუფლეს. ცნობილია დაკავებულების ვინაობა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელებსა და გვარებს ამ ეტაპზე არ ახმაურებს. საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამ ქალს, საცხოვრებელი ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი. საუბარია 200-მდე ფაქტზე.

„საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა საელჩომ გაარკვია. ინფორმაციის გაცემა პირად მონაცემებზე ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გამოძიება და ინფორმაცია არის დახურული. როგორც კი პოლიცია შეგვატყობინებს დამატებით ინფორმაციას, საზოგადოებას ვაცნობებთ", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ძებნაშია სამი ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100