ედპ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციას ითხოვს

"ეროვნულ დემოკრატიული პარტია" თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საფრანგეთიდან ექსტრადაციის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ედპ"-ს წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.

"ის რაც ჩვენ ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ ეს უკვე სცილდება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხს და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპით და უნდა დაგეს ოქრუაშვილის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის საკითხი", - აღნიშნა ჩახვაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოში ხელისუფლება კონსტიტუციური გზით, არჩევნებით უნდა შეიცვალოს და არა გადატრიალების გზით, შესაბამისად ოქრუაშვილის ქმედებები კონსტიტუციისა და სახლხოს ინტერესების მიღმა რჩება.

"რაც ყველაზე სამწუხარო და აღმაშფოთებელია ოქრუაშვილის ქმედებები ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა. ამიტომ, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებების თემას სცილდება და საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებ საფრანგეთს მისი ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართოს", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი გამოსვლას დღევანდელი რიგგარეშე სხდომის თავმჯდომარე, პარლამენტის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და ჩახვაძის მოთხოვნას ეთანხმება.

კომენტარი