"ლეიბორისტული პარტია" ბიომეტრიულ პასპორტებში მოქალაქის სახელისა და გვარის შემოკლებას აპროტესტებენ

"ლეიბორისტული პარტია" ბიომეტრიულ პასპორტებში მოქალაქის სახელისა და გვარის შემოკლებას აპროტესტებენ.

როგორც პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ დღეს რუსთაველზე, ილიასა და აკაკის ძეგლთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა, "ტირანი სააკაშვილი ეროვნული ფასეულობების, ისტორიული ფესვებისა და ტრადიციების წინააღმდეგ დაუღალავ ბრძოლას აგრძელებს".

"ეროვნების, მამის სახელის დოკუმენტებიდან გაქრობის შემდეგ გადაწყვეტილი აქვთ, ჩვენი ისტორიული გვარ-სახელები წაგვართვან და დაგვიმახინჯონ. ამას ახლადგამომცხვარი კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმად, მოქალაქის გვარისა და სახელის შემოკლება-დამახინჯება იქნება შესაძლებელი. ამ პრინციპის გათვალისწინებით, სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში "კირაკოზ I"-ის სახელწოდებით შევა", - განაცხადა ძაგანიამ და დასძინა, რომ "ილიასა და აკაკის თანამემამულენი მავანთაგან ეროვნული ღირსების დაკნინება-გადაგვარებას არასდროს დაუშვებენ".


კომენტარი