სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერლინში რუსი იარაღით მოვაჭრე და ტერორისტი დააკავეს

ბერლინის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით გუშინ 35 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, – იტყობინება გერმანული სააგენტო DPA.

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 2008 წლის სექტემბრიდან 2010 წლის აგვისტომდე ეხმარებოდა რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციას "Джамаат Шариат"–ს. გამოძიების მონაცემებით, იგი როგორც კურიერი გერმანიიდან ჩეხეთში ეზიდებოდა ყალბ დოკუმენტებს. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ეს დოკუმენტები გამოიყენებოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების მოსაზიდად, ასევე იარაღისა და ფეთქებადი მასალების შესაძენად, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

როგორც გამომცემლობა Berliner Morgenpost–ი აღნიშნავს, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, ჩეხეთის მხარისთვის გადაცემის მიზნით, დაკავებულ იქნა რუსეთის ხსენებული მოქალაქის თანამზრახველი. ხოლო ეხლა შესაძლებელი გახდა ამ მეორე ტერორისტზე გასვლა და დაკავება, რომელსაც გერმანია უახლოეს მომავალში ასევე გადასცემს ჩეხეთს, ვინაიდან მისი ტერიტორია წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის ადგილს.

ავღნიშნავთ, რომ მაისის დასაწყისში ტერორიზმის ბრალდებით ჩეხეთში დაკავებული იქნა ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი რუსი. ჩეხეთის გამომძიებლების მონაცემებით, დაკავებული დამნაშავეები ტერორისტებისთვის – მათ შორის იმათთვის, ვინც მოქმედებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში – ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს, მიაწვდიდნენ მათ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ხოლო ხუთ პიროვნებას შეგნებულად ამზადებდნენ ტერორისტული აქტის მოსაწყობად.

დავამატებთ, რომ როგორც მაშინ ჩეხეთის სამართალდამცავ ორგანოებში განმარტავდნენ, ტერორისტულ დაჯგუფებაში შედიოდა რვა კაცი, მაგრამ ორმა მაშინ შეძლო მიმალვა და გერმანიაში გადასვლა. ამჯერად უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მოქალაქისა და მისი თანამზრახველის დაკავებით გაუვნებელყოფილია მთლიანი ტერორისტული დაჯგუფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100