რიაზანში ვერტმფრენმა სუპერმარკეტი საკუთარი კარებით „დაბომბა“

მოგეხსენებათ, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მკვეთრად იმატა ბუნებრივი ხანძრის კერებმა, ამიტომაც საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა. რუსეთის ხელისუფლებას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანაირი რესურსი აქვს ჩართული: რეზერვისტებით დაწყებული, წყლის გადამზიდი ვერტმფრენებით დამთავრებული.

როგორც რუსეთისთვისაა დამახასიათებელი, კურიოზული სიტუაციებიც მრავლად ხდება. ასე მაგალითად, გუშინ, რიაზანის ერთ-ერთ მარკეტში, სადაც სამშენებლო მასალები იყიდება, ციდან რკინის მძიმე საგანი ჩამოვარდა და მარკეტის სახურავს დაეცა, მერე კი ჩამოცურდა და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს „ცით მოვლენილი წყალობა“ ვერტმფრენის კარები იყო, ხოლო ვერტმფრენი, საიდანაც მარკეტმა ეს „წყალობა“ მიიღო, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ეკუთვნოდა. სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მი-26“-ს გამაგრილებელი მოწყობილობა გადაჰქონდა და მაღაზიის სახურავს სწორედ ვერტმფრენის კარი დაეცა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია ის, რომ ვერტმფრენს კარი მოძვრა...

კომენტარი