სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში მომხდარ ავტოავარიას სამი კაცი ემსხვერპლა

კახეთში, სოფელ პატარძეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და "ტოიოტას" მარკის მანქანა შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად "ტოიოტაში" მყოფი 4 მგზავრიდან 3 ადგილზე გარდაიცვალა, 58 წლის ლავრენტი მორჩილაძე კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი ჭრილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება.

ექიმების თქმით, მორჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

გარდაცვლილთა ცხედრები ღამითვე გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100