სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ბელორუსში პოლოცკის პუნქტის მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ლატვიაში არაკანონიერი გზით მოხვედრას ცდილობდნენ.

როგორც "როსბალტი" ბელორუსის სასაზღვრო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულია ოთხი ქართველი და ბელორუსის მოქალაქე, რომელიც მათ დახმარებას უწევდა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გადასვლას გეგმავდნენ.

დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საქართველოს მოქალაქეებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ აკავებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100