სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუგზარ წიკლაური: "ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესებშიც საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარება შედის, რუსეთია"

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის აზრით, "ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესებშიც საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შედის, რუსეთის ფედერაციაა".

ასე გამოეხმაურა წიკლაური "პირWელთან" საუბრისას ბოლო დროს საქართველოში გამოთქმულ მოსაზრებებს საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღIარების აუცილებლობის თაობაზე.

დეპუტატის აზრით, "საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა კრემლისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება და ეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს".

"საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარებას შედეგად მთელი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან აღიარებები მოჰყვება, რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საბოლოოდ დაასრულებს. 2008 წლის ომის შემდეგ მთელი ქართული პოლიტიკა იმას ეფუძნება, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ პოლიტიკას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, აღიარება და სამართლებრივი დადასტურება არ მოჰყვეს. სამი წელია, ქართული მხარე ამ პოლიტიკას წარმატებით ახორციელებს და საკმარისია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა საქართველომ აღიაროს, ამ ტერიტორიებს ყველა აღიარებს. ამასთან, სრულიად გაუგებარია, ვის შეიძლება, გააჩნდეს ილუზია იმისა, რომ ამ აღიარებით გადარჩენილი 100 ათასამდე აფხაზი აღიარების შემდეგ რუსეთისგან თავისუფალი გახდება და საკუთარ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას მისგან დამოუკიდებლად დაგეგმავს" - განუცხადა "პირWელს" ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100