სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციელზე თავდასხმა განსაკუთრებით მკაცრად დაისჯება

პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმაზე გამკაცრებული სისხლის სამართლის ნორმები იმოქმედებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურეობრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100