სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დიდი მადლობა, სტას“ - ნახეთ რას წერს შალვა ნათელაშვილის ცოლი სტანისლავ ბონდარენკოს

შალვა ნათელაშვილის მეუღლე, მწერალი ბელა ალანია სოციალურ ქსელში სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ვრცელ პოსტსაც უძღვნის ქართველი ქალების გულთამპყრობელ.

“პროექტ " ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. მართლა გული ამიჩუყდა. როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც.

ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსებაში.

მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში " მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის.

ნამდვილად არ აქვს ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა.

დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას.“ – წერს ბელა ალანია პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100