ანექსიის დროს გადაკეთებული ქართული ძეგლები კანონით იქნება დაცული

ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული ძეგლების და მე-19 საუკუნეში საქართველოს ანექსიისას დაზიანებული თუ გადაკეთებული ძეგლების ინტერესები კანონით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტის ფორმულირება დღესვე განხორციელდება და ის "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტში III მოსმენით დამტკიცებამდე აისახება.

კუბლაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მოფიქრებული იქნება ფორმულირება, რომლითაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები სხვა ქვეყნებშიც იქნება დაცული.

"სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტს კუბლაშვილი რიგგარეშე სხდომაზე უახლოეს ერთ საათში წარადგენს.

ინიცირებული კანონპროექტი ამჟამად მხოლოდ საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

კომენტარი