სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას წერს სოფო ნიჟარაძე დათუნა ლაზარიშვილის გავარდნის შემდეგ

ნახეთ, რას წერს სოფო ნიჟარაძე დათუნას გავარდნის შემდეგ:

დათუნამ დაგვტოვა, მაგრამ ძალიან ღირსეულად. მე ვამაყობ დათუნათი, არა მხოლოდ როგორც მომღერლით, არამედ, როგორც ადამიანით და ვარ ბედნიერი იმით, რომ ასეთ უნიჭიერეს ბავშვთან ვიმუშავე ეს თვეები! მან თავისი ნიჭით, შრომით და მონდომებით მიაღწია ნახევარფინალამდე და მთავარი გამარჯვება დაიმსახურა, რაც არის მაყურებლის სიყვარული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არტისტისთვის! მას ყველაფერი წინ აქვს და უდიდეს წარმატებას მიაღწევს, დარწმუნებული ვარ.
პროექტში ჩემი გუნდიდან დარჩა გიგი, რომელიც ბოლო ორი ტური მაყურებლის ფავორიტია, რაც ძალიან მაბედნიერებს! გიგის დიდი შანსი აქვს გახდეს X ფაქტორი! მე, შეიძლება მიკერძოებულობაში ჩამითვალოთ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გიგი არის ყველაზე განსხვავებული, გემოვნებიანი მუსიკოსი, მომღერალი და არაჩვეულებრივი ადამიანიც, თბილი, ტკბილი და საყვარელი, ქარიზმატული და სიმპატიური, ყველაფერი აქვს, რომ იყოს ნამდვილი ვარსკვლავი! დარჩა მხოლოდ ერთი კვირა და არჩევანი თქვენზეა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ირჩევთ ერთს, იმ ერთს, რომელიც გახდება ჩვენი ქვეყნის X ფაქტორი! არასდროს არ შემცდარა ჩვენი მაყურებელი, დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100