ეკა კვალიაშვილი: ძალიან სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან. ვაცხადებ სრულ მობილიზებას

ეკა კვალიაშვილმა გაანტული სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად ფონდი დააარსა. ნახეთ რას წერს მომღერალი ამის შესახებ: მოგესალმებით სიყვარულით, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან ჩემო ძვირფასებო.ვაცხადებ სრულ მობილიზებას, ძალიან გთხოვთ მომწერეთ სახელებით და გვარებით, სასურველია, დადგენილი დიაგნოზის საბუთების სკანირებული ასლებით, , სად გადიხართ მკურნალობას და რა ეტაპზეა თქვენი დაავადება,დატოვეთ შეტყობინება მაილზე[email protected]
როგორც უკვე ცნობილია, დავაფუძვნე ფონდი, გაანტული სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად, მჭირდება პირადი სტატისტიკა,დაავადებათა კონტროლის მონაცემების ოფიციალური მონაცემები მაქვს, გამომიგზავნა სამმართველომ მიდის, მოლაპარაკებები უცხოურ ფონდებთან, შემოდგომისთვის იგეგმება პრეზენტაცია და საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლი, ველი თქვენს პასუხებს, ფონდი, გადაწყვეტს რა რაოდენოის ადამიანების დახმარებას სეძლებს და როგორი რიგითობით.... ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, კეთლ საქმინობაში და იმედი მაქვს ყველფერი კარგად იქნება, ჩვენ ერთად შევძლებთ ყველაფერს. მიყვარხართ, თქვენი ეკა კვალიაშვილი.

კომენტარი