სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუშინ შესრულდა ერთი კვირა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დასრულებიდან - ნახეთ რას წერს ბონდარენკოს მეწყვილე

სტანისლავ ბონდარენკოს მეწყვილე, ნიკე კეშელავა "ცეკვავენ ვარსკვლავების" შესახებ პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ შესრულდა ერთი კვირა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დასრულებიდან. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრს ვფიქრობ განვლილ სამ თვეზე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენ მართლაც განსაკუთრებული, საოცარი ადამიანები გვიჭერდით მხარს. ერთი წუთი არ ყოფილა ისეთი, როცა თქვენ არ იდექით ჩვენს გვერდით... მუდმივად გვამხნევებდით, ჩვენი გჯეროდათ და ისე გულით გინდოდათ ჩვენი გამარჯვება, რომ სტიმულს გვაძლევდით ზოგჯერ „თავს გადავხტომოდით“, თავდაუზოგავად გვეშრომა, რომ თქვენი მოლოდინი გაგვემართლებინა. მახსენდება ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი, რომელიც ბევრ თქვენთაგანთან გაგვიტარებია. ასევე დიდი სითბო და სიყვარული გვიგვრძნია იმ ადამიანებისაგანაც, რომლებსაც პირადად არ შევხვედრილვართ, მაგრამ თავიანთი პოსტებით, გამოხმაურებებით ასევე ჩვენთვის გამოგზავნილი სმს–ებით გვიჭერდით მხარს. ჩვენი წყვილის გამარჯვება უპირველეს ყოვლისა - თქვენი გამარჯვებაა. კიდევ მრავალჯერ არ მომბეზრდება გადაგიხადოთ მადლობა იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის რომელსაც ყოველდღე ვგრძნობდი", - წერს მოცეკვავე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100