"ძალიან ვამაყობ ჩემი ღირსეული ოჯახით" - რუსუდან კერვალიშვილის შვილიშვილის პირველი კომენტარი

ცენტრ პოინტის საქმეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსუდან კერვალიშვილის შვილიშვილი ზაზა ბერიძე, რომლის მამაც წარსულში ცენტრ პოინტში წამყვან თანამდებობაზე იყო.

„ამ სიტუაციაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ფაქტი: პირველი - ძალიან ვამაყობ ჩემი ღირსეული ოჯახით და მეორე - იმედი მაქვს ამ ყველაფრის მერე მაინც გაათავისუფლებენ სალომეს ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს.

ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის.“ - წერს ნინო დარასელის ვაჟი პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი