სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მტკვარში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

გარდაბანში, მდინარე მტკვარში, თევზაობის დროს 17 წლის ბიჭი გადავარდა და, სავარაუდოდ, დაიხრჩო. იგი მეგობრებთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად, წონასწორობა დაკარგა და მდინარეში გადავარდა. მისმა მეგობრებმა მიშველება სცადეს, თუმცა, წყალში გადავარდნილის ამოყვანა ვერ შეძლეს.

რამდენიმე ახალგაზრდა მტკვარზე სათევზაოდ საღამოს წავიდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, რამაც მდინარეში გადავარდნილი ზაზა ყურბანოვის მიშველება გაართულა. მისი მეგობრის, გოჩა ყურბანოვის თქმით, ისინი სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სამაშველო სამსახურს. წყალწაღებულს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა, უშედეგოდ. დაღუპულის ცხედრის ძებნა ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100