სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვოლგოგრადში ლენინის ქუჩისთვის ბაღაფშის სახელის დარქმევას მოითხოვენ

ს.ბაღაფშის გარდაცვალებიდან 40 დღის აღსანიშნავად ახალგაზრდული მოძრაობა "ნოვიე ლიუდის" აქტივისტებმა ვოლგოგრადში პიკეტი მოაწყვეს და მოითხოვეს ლენინის ქუჩისთვის სახელის შეცვლა და მის მაგივრად ს.ბაღაფშის სახელის მინიჭება.

მოპიკეტეები თავის მოთხოვნებს ასაბუთებენ რუსი და აფხაზი ხალხების ურთიერთობის მოგვარებაში ს.ბაღაფშის დიდი დამსახურებით.

აქტივისტებმა დაიწყეს მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება ამ წინადადების განსახორციელებლად.

გამოჩნდნენ ისეთებიც ვისაც ქუჩისთვის ერთხელ დარქმეული სახელის შეცვლა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ს.ბაღაფშის სახელის უკვდასაყოფად ახალი ქუჩის და შესაფერისი თარიღის შერჩევას ამჯობინებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100