სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანდატურებმა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მანდატურებმა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

აქცია მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების "პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია" ფარგლებში მოეწყო.

დასუფთავების აქციაში 200 მანდატური და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აქციაში მანდატურების მონაწილეობის მიზანს წმინდა ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში, საკუთარი წვლილის შეტანა წარმოადგენდა.

მანდატურების თქმით, აქცია ერთჯერადი ხასიათის არ არის და მსგავს ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომავალშიც გააგრძელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100