მრევლი ლოცვითი სვლის გაგრძელებას დედაქალაქის ქუჩებშიც გეგმავს

მეტეხის ხიდზე დაბრძანებულ ანჩისხატთან ლოცვის შემდეგ, მრევლი ლოცვითი სვლის გაგრძელებას დედაქალაქის ქუჩებშიც გეგმავს, - ამის შესახებ მრევლს ანჩისხატის მომლოცველთა გუნდის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა მოუწოდა .
მისი თქმით, დღეს მეტეხის ხიდზე გაიმართება ლოცვა ანტიქრისტიანული ძალებისგან ქვეყნის დასაცავად, რის შემდეგაც მათი სურვილია, რომ იგივე ლოცვით სვლა დედაქალაქის მიდამოებში გააგრძელონ.
ზაზა ნანობაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მეტეხის ხიდიდან გაემართებიან და წრეს შემოუვლიან პარლამენტის შენობას, სადაც პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, რელიგიურ მიმართულებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. მან მრევლს მოუწოდა, პარლამენტარების მოქცევისათვის ილოცონ.

კომენტარი