სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საბას" გამარჯვებულები

თამთა მელაშვილი, შოთა იათაშვილი, პაატა ქურდაძე, ნუგზარ მუზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე,თამაზ ექვთიმიშვილი, მაკა მიქელაძე, გივი ალხაზიშვილი, ერლომ ახვლედიანი -ეს ის ავტორები არიან, რომელთა ნაწარმოებებიც 2010 წლის საუკეთესო წიგნებად აღიარა ლიტერატურულ კონკურსს საბას ჟიურიმ. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი პრემია საბა გადაეცა ვახტანგ ჯავახაძეს.

ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს, 10 ივლისს,ტიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.

თამთა მელაშვილის გათვლა - საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვეს. შოთა იათაშვილს და ნუგზარ მუშაშვილის პრემია საბა ერთად გადასცეს. ისინი წარდგენილი იყვნენ ნომინაციისთვის წლის საუკეთესო კრიტიკა. გიორგი ლობჟანიძე საუკეთესო თარგმანისთვის დაჯილდოვდა, საუკეთესო რომანი ერლომ ახვლედიანის 'კოღო ქალაქში" გახდა. მაკა მიქელაძე 2010 წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის გამოარჩიეს. საუკეთესო პოეტური კრებულისთვის გივი ალხაზიშვილის კრებული აარჩია ჟიურიმ.წლის საუკეთესო პიესის ავტორი გახდა თამაზ ექვთიმიშვილი, ლიტერატურულ პალიტრაში დაბეჭდილი პიესისთვის პუანტები. პაატა ქურდაძის ფსიქოდელიური ქრონიკა წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზაში გამარჯვებული წიგნი გახდა.

ლიტერატურული პრემია საბა მეცხრედ გაიმართა. თიბისი ბანკი, პენ ცენტრი და რუსთავი ორი პრემიის დამფუძნებლები არიან. ლიტერატურული პრემია საბას ფულადი ჯილდო 4000 ლარია.

ლიტერატურული პრემია საბას ჟიურის წერების შესახებ დღეს გახდა ცნობილი:მწერალი ბესო ხვედელიძე, პოეტი დიანა ანფიმიადი, მწერალი გურამ ოდიშარია, მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი საბა 2010 წლის ჟიურის წევრები იყვნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100