სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლონეთში ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს

ეს ბადებს იმის იმედს, რომ პოლონეთი შეიძლება აღარ გახდეს დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. როგორც პოლონეთის გეოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა პაველ პოპრავამ აღნიშნა ჩვენთან საუბარში მიუხედავად ამისა ჯერაც არ არის ზუსტად ცნობილი ის შესაძლებელი იქნება თუ არა ამ გაზის მიღება:

-„ ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ მკვრივი ქანების ქვეშ მართლაც არის ბუნებრივი აირი, მაგრამ ახლა უნდა მოვიფიქროთ ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ ბუნებრივი აირის ზედაპირზე ამოქაჩვა და კიდევ ის, ვარგისი იქნება თუ არა ეს აირი კომერციული მიზნებისათვის.“

პოპრავას თქმით რამოდენიმე წელი იქნება საჭირო იმისათვის, რომ დადგინდეს ის თუ რა რაოდენობის ბუნებრივი აირია პოლონეთის ტერიტორიაზე და კიდევ ერთი ათეული წელიწადი, სანამ ბუნებრივი აირის ფართემასშტაბიანი წარმოება დაიწყება.

კონცესიები ბუნებრივი აირის საბადოების გაჭრის თაობაზე უკვე მიეცა უმსხვილეს მსოფლიო კომპანიებს. მათი უმეტესობა ამერიკული კომპანიებია. ახლახანს პოლონეთში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს ითამშრომლოს პოლონეთთან ბუნებრივი აირის წარმოების საქმეში.

-„ ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვეძევა იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ ამ ბუნებრივი აირის მოპოვებაში. ჩემის აზრით ტექნოლოგიურად შესაძლებელია მკვრივი ქანების ქვეშ მოქცეული ამ ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ ამოქაჩვა და ჩვენ მზადა ვართ პოლონეთს შევთავაზოთ ჩვენი გამოცდილება და ტექნოლოგიები.“

ვარშავაში არსებული საკვლევი ორგანიზაციის დემოს ევროპის თანამშრომელმა აგატა ჰინცმა აღნიშნა, რომ ამ დარგში ურთიერთთანამშრომლობა ამერიკისა და პოლონეთის პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას მოიტანს თან. მისივე აზრით პოლონელებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლონეთმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოიპოვოს რუსეთისაგან. მისი აზრით ეს ძალზე დიდი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური საკითხია. როგორც მან თქვა მკვრივი ქანების ქვეშ მოქცეული ბუნებრივი აირის ზედაპირზე ამოქაჩვა განსაზღვრულ რისკთან არის დაკავშირებული , რადგანაც ამ პროცესში ბუნებრივ აირთან ერთად ზედაპირზე მავნე ნივთიერებები იწყებს ამოსვლას, რაც გარემოს დაბინძურების საშიშროებას ქმნის. მიუხედავად ამისა როგორც სჩანს პოლონეთის პრიორიტეტად მაინც დარჩება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. საცდელი სამუშაოები მოკლე ხანში დაიწყება. ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში კი დაახლოებით 120 ახალი ჭაბურღილი გაიჭრება. ­

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100