დაპატიმრების სანქცია ანდერს ფოგ რასმუსენისთვის

ლიბიის პროკურატურა ნატოს გენერალურ მდივანს კრიმინალად აცხადებს და მისი დაპატიმრების სანქციას გასცემს. ამის შესახებ ლიბიიდან „როიტერის“ კორესპონდენტი იტყობინება. როგორც ცნობილი გახდა, ლიბიის მთავარმა პროკურორმა ამის შესახებ განცხადება ტრიპოლში გააკეთა. მისი თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენი არამარტო კრიმინალია, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით კადაფის მომხრე სამთავრობო ჯარებმა აჯანყებულები კიდევ ერთი ქალაქიდან განდევნეს, რომელიც ტრიპოლიდან დაახლოებით 350 კმ-ითაა დაშორებული.

კომენტარი