სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროდუქტების საფირმო გეოგრაფიულ სახელებს ვეღარ „მოგვპარავენ“

საქართველომ და ევროკავშირმა ვაჭრობის სფეროში გეოგრაფიული დასახელებების დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

როგორც ბრიუსელში, ევროკავშირის პოლონეთის წარმომადგენლობის კომპეტენტურმა პირებმა განაცხადეს, შეთანხმება მხარეებს უფლებას აძლევს, გამოიყენონ ნაციონალური გეოგრაფიული დასახელებები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და კვების პროდუქტებზე. ამავე დროს, მათი ექსპორტირებისას, დაცული უნდა იყოს ევროკავშირის ხარისხის სტანდარტული პარამეტრები.

შეთანხმების მიხედვით, იმ ჩამონათვალში, რომლებზეც ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ევროკავშირის მასშტაბით 18 დასახელების ქართული ღვინოცაა შეტანილი. მათ შორის: „მანავი“, „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „წინანდალი“, „ხვანჭკარა“...

ევროკავშირის ტერიტორიაზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ნიშნით საქონელზე გეოგრაფიული სახელების 3 ათასზე მეტი დასახელებაა დაცული.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100