იულია ტიმოშენკოს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშჩენკომ რუსეთთან "ეკონომიკურად არახელსაყრელ და მიუღებელ" კონტრაქტებს მოაწერა ხელი, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ბრალმდებლის ლილია ფროლოვას საბრალდებლო დასკვნაში, რომელიც პროკურორმა სასამართლოზე ტიმოშჩენკოს "გაზის საქმეზე" წარადგინა.

"ტიმოშჩენკოს პრემიერ-მინისტრად ყოფნისას უფლება არ ქონდა ერთპიროვნულად გაეცა დირექტივები გაზის კონტრაქტის ხელის მოწერის შესახებ. ამის მიუხედავად, პრემიერ მინისტრმა ტიმოშჩენკომ ხელისუფლებისა და უფლობამოსილების გადაჭარბებით დაავალა დუბინას (ოლეგ დუბინა, ყოფილი ნეფტოგაზის" ხელმძღვანელი) მისი ხელმოწერა", - ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება.

პროკურორი მიიჩნევს, რომ ტიმოშჩენკოს სურდა შეექმნა ეფექტური ხელმძღვანელის იმიჯი, თუმცა მისი ასეთი ქმედება "დასჯადია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით (თანამდებობის და სამსახურეობრივი უფლებასმოსილების გადამეტება)". მუხლი ითალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლმადე. ასევე, სამი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების ან რაიმე მსგავსი საქმიანობის აკრძალვას.

პროკურორმა საბრალდებლო დასკვნის კითხვას სამი საათი მოანდომა. სასამართლოს მტკიცებულებებად წარედგინა თავად ტიმოშჩენკოს, ასევე ექს-პრეზიდენტ იუშჩენკოს და ნეფთოგაზის ყოფილი მართველის ოლეგ დუბინას ჩვენებები.

საბრალდებლო დასკვნაში პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ 2005 წელს ექს-პრემიერის წინააღმდეგ რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქრთამის მიცემის ბრალდებით.

"დასასტურებულია, რომ ტიმოჩშენკო არ დაადგა გამოსწორების გზას და 2009 წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრად ყოფნისას ჩაიდინა მძიმე თანამდებობრივი დანაშაული", - განაცხადა ფროლოვამ სასამართლო პროცესზე.

საბრალდებლო დასკვნის წაკითხვის შემდეგ სასამართლოს გადაეცა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ტიმოშჩენკოს "ნეფტოგაზის" სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, 1,5 მილიარდი გრივნი უნდა გადაიხადოს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ექს-პრემიერი სასამართლომ დარბაზიდან გააძევა, რისი მიზეზიც სასამართლოს წინაშე მისი ფეხზე ადგომაზე კატეგორიული უარი გახდა.

საბრალდებლო დასკვნა პროკურორმა ტიმოშჩენკოსა და მისი ადვოკატების გარეშე წაიკითხა.

კომენტარი