რუსეთის საგარეო უწყება: გაეროში დევნილების საკითხების განხილვა პოლიტიზირებული დემონსტრაციის ხასიათს იძენს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილების შესახებ მორიგი ქართული პროექტის გამოტანა და კენჭისყრა ამ ქვეყნების უშუალო მონაწილეობის გარეშე "პოლიტიზირებული დემონსტრაცია" ხდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობას ართულებს. ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების შეხვედრის შედეგად გაკეთდა.

"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დევნილების საკითხის განხილვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან, როგორც უშუალოდ ჩართულ მხარეებთან ერთან უნდა მოხდეს. მათ გარეშე კი ამ თემაზე ნებისმიერი დოკუმენტის განხილვა პოლიტიზირებული დემონსტრაციის ხასიათს იძენს და არ არის მიმართული პრობლემის გადაჭრისაკენ", _ ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი