დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეკლესიამ გვარდია და სადროშოები უნდა შექმნას...

ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის მიერ საეკლესიო გვარდიისა და სადროშოების შექმნის ინიციატივით გამოდის .
ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საეკლესიო გვარდია საქართველოს ავტოკეფალურმა სამოციქულო ეკლესიამ, როგორც სახელმწიფოსგან კონსტიტუციურად გამიჯნულმა სამართლის სუბიექტმა, საკუთარი, ლეგიტიმური ინტერესებისა და უფლებების დასაცავად უნდა შექმნას, რაც ამავე დროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვასაც გულისხმობს.
მისივე აზრით, საეკლესიო გვარდიის შექმნასთან ერთად ეკლესიამ ეპარქიების მიხედვით, ტერიტორიული სადროშოებიც უნდა ჩამოაყალიბოს. ლორთქიფანიძის შეფასებით, გვარდიამ და სადროშოებმა მეციხოვნეების ფუნქცია უნდა შეასრულონ.
"ეს არ ნიშნავს შეიარაღებულ დაჯგუფებას, ეს არის მუდმივად მზადყოფნაში მყოფი მოხალისეთა გაერთიანება მრწამსში, რომელთა მოვალეობა მღვდელმსახურთათვის საჭირო დახმარების აღმოჩენა იქნება ყველგან და პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე კოლექტიურად", – ამბობს ლორთქიფანიძე.

კომენტარი