სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელოში მორებით დატვირთული მანქანა ხევში გადავარდა

უბედური შემთხვევა სამეგრელოში, ჯვარი-ფოცხოეწერის გზაზე მოხდა: მორებით დატვირთული მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. შემთხვევის მიზეზად იმ ბაგირის გაწყვეტა სახელდება, რითაც მორები იყო შეკრული. მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სატვირთო კი ხევიდან სპეცტექნიკით ამოიყვანეს. გზის ამ მონაკვეთზე უბედური შემთხვევები საკმაოდ ხშირა: რამდენიმე დღის წინ ავტოავარიას აქვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობა ბეტონის მოაჯირების აგებას ითხოვს. გზა სამეგრელოს ზემო სვანეთთან აკავშირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100