სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგო ჩავესმა "მემკვიდრეები" დატოვა და კუბაში წავიდა

ის ავთვისებიანი სიმსივნის ქიმიოთერაპიით მკურნალობას კუბაში გააგრძელებს. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უგო ჩავესმა განაცხადა, რომ ვენესუელას ის სულ რამდენიმე დღით დატოვებს. თუმცა, მისი კუბაში ვიზიტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია. გასაიდუმლოებულია 56 წლის ლიდერის სიმსივნის ტიპი და სტადიაც.

მას შემდეგ რაც ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტს კუბაში გამგზავრების უფლება მისცა, უგო ჩავესმა უფლებამოსილებათა ნაწილი ვიცე პრეზიდენტს, ელიას ჯაუას და ნაწილი კი ფინანსთა მინისტრს -ჟორჟ ჯორდანს- გადასცა. მან უარყო ოპოზიციის წინადადება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტისთვის ძალაუფლების სრულ გადაცემას მოითხოვდა.

ბატონმა ჩავესმა ავთვისებიანი სიმსივნის გამო ქირურგიული ოპერაციაც კუბაში გაიკეთა. ის სამშობლოში სულ რამდენიმე კვირის წინ, 4 ივლისს, დაბრუნდა. მეორე დღეს ვენესუელამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილე აღნიშნა. უგო ჩავესი ქვეყანას უკვე 12 წელია მართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100