სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაბაროვსკში მდინარის ფსკერზე სამი პოლიციელის ცხედარი იპოვეს

გუშინ, საღამოს საათებში ხაბაროვსკის ოლქში, ფედერალური გზატკეცილიდან მოშორებით მაშველებმა სამი რუსი პოლიციელის ცხედარი იპოვეს. პოლიციელები ათი დღის წინ გაუჩინარდნენ და ტაიგაში დაკარგულებად ითვლებოდნენ.

ცხედრები სამსახურებრივი, „უაზ“-ის მარკის ავტომანქანაში, მდინარის ფსკერზე იპოვეს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციელებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ვარაუდობენ, რომ ავტომანქანა, სადაც პოლიციელები ისხდნენ, 12 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა და ჩაიძირა.

სამი პოლიციელი ტაიგაში 8 ივლისს გავიდა, რათა უკანონოდ ხეების მოჭრის შესახებ განყოფილებაში შემოსული სიგნალი შეემოწმებინა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100