ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი გოგონა სამეგრელოდან გადმოიყვანეს

ლეღვის ფოთლის ნახარშის გადავლების შედეგად მიღებული სამოცდაათპროცენტიანი, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობის დიაგნოზით წუხელ სამეგრელოდან კიდევ ერთი პაციენტი, 14 წლის გოგონა დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

როგორც გაირკვა, მოზარდმა ეფექტურად გარუჯვის მიზნით ლეღვის ფოთლების ნახარში გადაივლო და მზეზე გავიდა, რაც მისთვის სავალალოდ დასრულდა. თავდაპირველად გოგონა მარტვილის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის გართულების გამო მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა აუცილებელი. გოგონა რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. როგორც დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

კომენტარი