სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოტია იოსელიანი გელათის ტაძარში დაასვენეს

დღეს საქართველო ოტია იოსელიანს ემშვიდობება. ცნობილი მწერალი საკუთარი სახლიდან გელათში გუშინ, გვიან ღამით გადაასვენეს. გელათის ტაძარში დილიდან წირვა და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, იგეგმება საქართველოს პატრიარქის ჩასვლაც. ოტია იოსელიანს გელათის ტაძრიდან გვიშტიბში 15 საათზე გაასვენებენ და მისივე ანდერძის თანახმად, საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100