ფერღანის ველზე მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ფერღანის ველზე, რომელიც შუა აზიაში მდებარეობს. მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა უზბეკეთის ქალაქ ფერგანის სამხრეთ-დასავლეთით, 40-მდე კილომეტრში. ცნობებში ჯერ არაფერია ნათქვამი მსხვერპლის, ან მატერიალური ზარალის შესახებ.

კომენტარი