ვაზიანის ნაზაზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დაიწყო

აშშ-ს საზღვაო ქვეითები და ქართველი ჯარისკაცები 18 ივლისიდან ერთობლივ ორკვირიან გეგმიურ სწავლებას მართავენ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმ ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში დისლოცირებისათვის ამზადებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში სახელწოდებით “Agile Spirit”, რომელიც 1 აგვისტოს დასრულდება, ამერიკულ მხარეს მონაწილეობენ რუმინეთში, კონსტანცაში ბაზირებული შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი და ბესემერის გარეთ ბაზირებული ანტი-ტერორისტული ბატალიონი; ხოლო ქართული მხრიდან მასში შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედრო არის ჩართული.

"სწავლების მიზანია გააღრმავოს ურთიერთქმედება სამხედრო დანაყოფებს შორის, დაეხმაროს მათ ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობების და უნარების გაზიარებაში; ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ურთიერთგაძლიერებაში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარი