ოკუპანტების მიზეზით მდინარე ენგურში შესული მამაკაცი დინებამ გაიტაცა

სამეგრელოში მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში მცხოვრებ ნუგზარ ბეჭვაიას, რომელიც მდინარემ სოფელ შამგონასთან, ფონზე გადასვლის მცდელობის დროს გაიტაცა.

ნუგზარ ბეჭვაიამ მდინარის გადალახვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღავრზე განთავსებულმა რუსმა ოკუპანტებმა იგი მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე არ გააატარეს. ნუგზარ ბეჭვაიას ზუგდიდში ავადმყოფი ოჯახის წევრის სანახავად მიეჩქარებოდა, რის გამოც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა ენგურზე ფონის გადალახვით, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონიდან გადაწყვიტა. ფონის გადალახვის დროს წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და ნუგზარ ბეჭვაია მდინარემ გაიტაცა. მისი ძებნა დილით ისევ განახლდა.

კომენტარი