სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იგოეთში მუშები მეფე მირიანის დროინდელი ტაძრის ნანგრევებს გადააწყდნენ

სენსაციური აღმოჩენა იგოეთთან: ჩაქაროსნული გზატკეცილის მშენებლობაზე მომუშავე მუშები დღეს დილით ნანგრევებს გადააწყდნენ, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და არქეოლოგებს დაუკავშირდნენ. არქეოლოგებმა ნაპოვნი ნანგრევები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ საქმე გვაქვს ქართლის მეფის, მირიანის დროინდელი ტაძრის ნანგრევებთან. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნარჩენები მიანიშნებს, რომ ისინი ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულს ეკუთვნის. იგოეთთან ამჟამად თსუ-ს არქეოლოგთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც საფუძვლიან დასკვნებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100