სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი კვარაცხელიას წერილი ვლადიმერ პუტინს - ალეპო თავისუფალია, გმინავენ ურჯულოები...

ვლადიმერ პუტინს

ალეპო თავისუფალია!
მთელ მსოფლიოში ლიბერასტების გმინვა-გოდება ცას წვდება!
გმინავენ ქართველი ურჯულოებიც, მოთქვამენ უდანაშაულო მსხვერპლზე, სირიელი ხალხის გენოციდზე.
ეს ნაძირალები ოვაციებით ხვდებოდნენ ამერიკელების მიერ იუგოსლავიის განადგურებას, მილოშევიჩის მკვლელობას, ჰუსეინის ჩამოხრჩობას, კადაფის წამებას. სისხლისმსმელ ჰილარი კლინტონთან ერთად კისკისებდნენ შემზარავი კადრების ხილვისას!

მხოლოდ ახლა "გაიღვიძა" მათში ჰუმანიზმმა, კაცთმოყვარეობამ, სამართლიანობამ... ახლა, როდესაც კლინტონ-ობამას ტერორისტები მათსავე ბუნაგში სისხლისგან იცლებიან, ამათ ბოევიკების მიმართ სიბრალულის გრძნობა უჩნდებათ და სიმართლის არასოდეს დამნახავ თვალებს თანაგრძნობის ცრემლები უსველებთ, სიკეთის მიმართ ყოველთვის მძიმედ დახშულ გულებს სიყვარული უძგერებთ, ჭეშმარიტებისთვის მუდამ საგულდაგულოდ დახშულ გონებამდე ვითომ საღი აზრი აღწევს და სინათლის სხივისთვის მუდამ შეუღწეველ სულებს ერთბაშად გაელვებული ნაპერწკალი უნათებთ (წარმოგიდგენიათ?!).
ვითომ მშვიდობიან მოსახლეობას დასტირიან, ვითომ დახოცილი ბავშვებით სპეკულაციას არ თაკილობენ და საზიზღარი მანიპულაციებით მსოფლიოს შეცდომაში შეყვანას ლამობენ, მაგრამ, სინამდვილეში, ტერორისტებს გლოვობენ, ვისი იდეოლოგიური ნაწილიც თვითონ არიან!

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თქვენი პოლიტიკის სიდიადე ტერორისტების ფიზიკურ განადგურებაზე მეტად მსოფლიო ლიბერასტების მორალურ განადგურებაშია. ამათი გოდება ყოველი პატიოსანი და სიმართლისმოყვარული ადამიანისთვის სულის სალბუნია. ამათი შეშინებული წკავწკავის მოსმენა "მარსელიოზასა" და "ინტერნაციონალის" მოსმენაზე ამოა.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რაკი ესენი გებრძვიან და გლანძღავენ, ე.ი. თქვენ მართალი ხართ. "ჩვენი მტრები თუ გვლანძღავენ, გამოდის, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ჩვენთვის საყურადღებო და საგანგაშო ის იქნებოდა, ისინი თუ შეგვაქებდნენ!" (სტალინი).

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, საქართველოს ყველა კეთილი ნების ადამიანის სახელით სრულ თანადგომას გიცხადებთ მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლის საქმეში; ერთპოლუსიან მსოფლიო უსამართლობასთან ბრძოლის საქმეში;
ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში;
ფსევდო დემოკრატიასა და ე.წ. ლიბერალურ სისაძაგლესთან ბრძოლის საქმეში;
სრულ თანადგომას გიცხადებთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისა და მსოფლიოს გადარჩენის საქმეში!

პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია,
სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს"
თავმჯდომარე

თბილისი, 17 დეკემბერი, 2016 წ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100