სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორე დღეს რუსეთის პატრიარქს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ, თანმხლებ პირებთან ერთად, კიევში იმყოფება .
უწმინდესი კიევში ჩარტერული რეისით გუშინ გაფრინდა. გამგზავრების წინ უწმინდესმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც შეხვდება რუსეთის პატრიარქს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.
კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში, კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში ვიზიტის დროს უწმინდესი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, დღეს დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა კიევის პეჩორის ლავრაში.
საქართველოს პატრიარქი კირილს მეორედ შეხვდება. პირველად ორი ქვეყნის პატრიარქები 2009 წლის 6 ნოემბერს ბაქოში შეხვდნენ, სადაც კავკასიის სულიერი ლიდერის ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს საიუბილეო ღონისძიებები იმართებოდა.
ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, 28 ივლისს კიევის რუსეთის გაქრისტიანებისა და მოციქულთა სწორის დიდი კნიაზის ვლადიმირის ხსენების დღეს, კიევის პეჩორის ლავრაში, სადღესასწაულო წირვა ჩატარდება, სადაც უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმირი, რუსეთის პატრიარქი კირილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღვთო ლიტურგიას ერთობლივად გამართავენ.
უწმინდესის ვიზიტი უკრაინაში 30 ივლისს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100