ნანუკა ჟორჟოლიანი: დიახ, როცა ქალაქს არბევენ, წვავენ, უნდა დააკავო და თუ წინააღმდეგობას გიწევენ უნდა დაარბიო! არ ტეხავს მეგობრებო დარბევა

ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში წუხელ ღამით მომხდარ მოვლენებზე:

მავნებელია ვინც ამბობს, რომ გუშინ სწორად მოიქცა ხელისუფლება. ასე დაუცელად თავი არასოდეს უგრძვნია ქვეყანას. ისეთი დაბნეულები იყვნენ, კომენტარსაც არ აკეთებდნენ, ვიდრე არ გადაიწვა ქალაქი.

დიახ, როცა ქალაქს არბევენ, წვავენ, უნდა დააკავო და თუ წინააღმდეგობას გიწევენ უნდა დაარბიო! არ ტეხავს მეგობრებო დარბევა, მაშინ როცა პოლიციის მანქანებს ამტვრევენ, ანადგურებენ ქალაქს.

დიახ, ამ დროს ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ ისაა უფროსი ამ ქვეყანაში და არა ქუჩა და ქუჩური გაგება!

ის რომ ნაცებს დააბრალეს ეს ყველარი სულაც არ მიკვირს. ამათთვის რომ გეკითხათ ფარულ კადრებს ნაციონალები ავრცელებდნენ და ბოლოს ბრალდებული ისეთი ახლობელი აღმოჩნდა გამოუშვეს. გივიმაც თავად აიეთქა თავიო, ამ საქმეზე დაკავებულიც გაუშვეს. 13 ივნისს სტიქიამ რომ გაანადგურა ქალაქი ნარმანიამ გიგის ბრალიაო. ესაა ქოცების სტილი...ესაა სუსტი ხელისუფლების სტილი!

მაგრამ

ნაციონალები რას და ვის უცხადებდნენ გუშინ სოლიდარობას ამ დრომდე გაუგებარია. პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა სახელწმიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში. ოპოზიციაში რომ ყოფილიყავით 26 მაისს გახვიდოდით სოლიდარობის გამოსაცხადებლად მეგობრებო?! როდის იყავით გულწრფელები მაშინ, როცა რუსებს ქვეყანა არ აარევინეთ, თუ დღეს, კინაღამ რუსების არეული ქვეყნის მხარეს რომ აღმოჩნდით?!

სოლიდარობა სპეცრაზმის ყველა წევრს და პოლიციას. ძალებს, რომლებსაც გუშინ ქალაქი უბრალოდ არ დააცვევინეს. მთავრობა, თქვენი იმედი საბოლოოდ აღარ გვაქვს!

სუსტი არა, უბრალოდ არ ხართ.

კომენტარი