სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მინდა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრა პრობლემა, რომელმაც სცენაზე არ დამაყენა" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

"ერთხელ მეგობარმა მითხრა:
-მაიკო! არ არსებობს ლამაზი და შეუხედავი, არსებობს გამხდარი მოვლილი და მოუვლელი ქალებიო ... და ვეთანხმები, ყველა მეუბნება, უი მაიკო რა ლამაზი სახე გაქვს დაიკიდე შენ ასეთი გვიყვარხარ !!! მესმის და მადლობა დიდი, რომ გიყვარვართ და ამას ნამდვილად ვგრძნობ, გინდ აქ გინდა ქუჩაში და ყველგან.

მაგრამ მეც მინდა, რომ შევიყვარო და მოვიწონო საკუთარი თავი გავხდე ბევრად თავისუფალი, თუნდაც მსუბუქი და ბოლოს და ბოლოს ჩავიცვა ის რაც მომწონს და არა ის რაც მეტევა... და ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრა პრობლემა რომელმაც თუნდაც სცენაზე არ დამაყენა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ყველაფერზე მეტად მინდოდა და მინდა ცხოვრებაში, ანუ რომ მემღერა) ვისაც მოსწონს და უყვარს საკუთარი თავი პუტკუნა კი ბატონო იყოს როგორიც არის მთავარია თავი იგრძნო კომფორტულად....

მაგრამ 100 კილო გოგოები ელასტიკებით და არაშესაბამისი "ზმანით" რომ დადის მე ამაში უკომპლექსობას კი არა ყველაზე დიდ კომპლექს და საკუთარი თავის უპატივცემულობას ვხედავ !!! მომიტევეთ არ ვერევი თქვენს ცხოვრებაში და არც გარდერობში უბრალოდ უცებ მომინდა და აღსარებასავით დავწერე !!!!" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100