სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყნეთში 3 წლის ბავშვი გველმა დაკბინა

წყნეთში სამი წლის ბიჭუნა გველმა დაკბინა.

სანდრო ღურწკაია დაახლოებით ერთი საათის წინ იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.

ბავშვი გველმა მაშინ დაგესლა, როდესაც ის ეზოში, მეგობრებთან ერთად, წყლით გრილდებოდა. პაციენტს ორი ნაკბენი მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნება.

ექიმების თქმით, ამ დროისთვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში საჭირო მკურნალობა უტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100