სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანელი ექსპერტი: 2008 წლის აგვისტოში რუსეთი აზერბაიჯანსაც ბომბავდა

რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებების ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიტანა. ამის შესახებ კი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა დუმს. ეს განცხადებს აზერბაიჯანული ტელეარხისათვის "ობიექტივ ტვ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაქოს სამხედრო ანალიტიკური კვლევების დირექტორმა ილდირიმ მამედოვმა გააკეთა.

ექსპერტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაბალის რადიოელექტროსადგურის იჯარით ექსპლოატაცია ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 1400 რუსი სამხედრო იმყოფება. ექსპერტი ამ ფაქტს "ნეგატიურ ფაქტორად" აფასებს.

"ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, რომელიც აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს 12 ბომბი ჩამოაგდეს, რომელთაგან 4 აფეთქდა", -აცხადებს ექსპერტი და აღნიშმნავს, რომ რუსი სამხედროები როგორც აზერბაიჯანს, ისევე საქართველოს ჩამოჭრილ ტერიტორიებად განიხილავენ ამჟამად.

"რუსეთისათვის კავკასია ყველაზე მგრძნობიარე რეგიონია, ამიტომაც მისი ბრძოლისუნარიანი სამხედროების უმეტესი ნაწილი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო არა დასავლეთში არამედ სამხრეთშია განლაგებული. რუსი სამხედროები როგორც აზერბაიჯანს, ისევე საქართველოს ჩამოჭრილ ტერიტორიებად განიხილავენ. რუსეთს კვალვ ეჩენება, რომ იგი ზესახელმწიფოა და ამ ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს", - აცხადებს მამედოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100