სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიგიჟეა რაზეც ეხლა ვსაუბრობ და რაზეც ამდენი ხანი წარმოდგენა არ მქონდა... " - ნინი წიკლაურის გულისამაჩუყებელი პოსტი ახლადშეძენილ შვილზე

მომღერალ ნინი წიკლაურს რამდენიმე დღის წინ პატარა საბა შეეძინა. ნახეთ, რას წერს ნინი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე: "შენით დავიწყე სუნთქვა დეე...
არ არსებობს სიყვარული, რომლის ახსნასაც შევძლებ, თუ როგორ მიყვარხარ. ყველაზე უძლური ვარ, როცა ვდგავარ და გიყურებ როგორ სუნთქავ, როგორ იღიმი, როგორ გვიყურებ ხან მე და ხან თემოს, მაგ დროს ვგრძნობ, როგორ მასუსტებს და მიჩერებს გულისცემას შენი სუნი...სიგიჟეა რაზეც ეხლა ვსაუბრობ და რაზეც ამდენი ხანი წარმოდგენა არ მქონდა... შენ ყველაზე მეტი ხარ ამ სამყაროში, რადგან ღმერთმა ყველაზე მეტი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაიმეტა შენი სახით. მიყვარხარ საბ..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100