სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გენერლების გადადგომის შემდეგ თურქეთი ჯარში წესრიგის დამყარებას ცდილობს

თურქეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყნის ჯარში წესრიგის აღსადგენად წინ მძიმე სამუშაო ელით. ორშაბათს სამხედრო საბჭოს ოთხდღიანი სხდომა უნდა გაიმართოს - ამ საბჭოს ოთხმა მაღალჩინოსანმა, სამხედრო გენერლებმა კი ასობით ოფიცრის დაპატიმრების გაპროტესტების მიზნით თანამდებობები დატოვეს. თურქეთის სეკულარულ სამხედრო ძალას და ისლამისტური ფესვების მქონე მთავრობას შორის დაძაბულობა პარასკევს გამძაფრდა, როცა გადადგა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი ისიკ ქოსანერი - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლებთან ერთად. სამხედრო საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი უხელმძღვანელებს - რომელმაც სწრაფად დანიშნა ქოსანერის შემცვლელი და, როგორც ვარაუდობენ, ყველანაირად შეეცდება კონფლიქტის განეიტრალებას. ქვეყნის პრეზიდენტი, აბდულა გული კრიზისის არსებობას უარყოფს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100