სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის იუსტიციის სახლში ID ბარათი უკვე 500-ზე მეტმა მოქალაქემ აიღო

ახალი თაობის ID ბარათი პირადობის მოწმობის ნაცვლად ბათუმის იუსტიციის სახლში ამ დროისთვის 500-ზე მეტმა მოქალაქემ აიღო. პირველი განაცხადის შეტანა დაახლოებით ათის ხუთ წუთზე დაფიქსირდა.

ახალი ID ბარათი პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნივერსალური, ონლაინ-გამოყენების ბარათიცაა. მასზე შესაძლებელია დაიტანო საბანკო-საკრედიტო ბარათები, დაზღვევის პოლისი, შეგიძლია ID ბარათის გამოყენებით გადაიხადო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, მასზე შესაძლებელია ასევე სტუდენტური და სხვა სახის შეღავათების დატანა.

ID ბარათის 10 სამუშაო დღის ვადაში დამზადება 30 ლარი დაგიჯდებათ. რაც უფრო კლებულობს დამზადების ვადა (მინიმალური ვადა 1 საათია), მით მეტია გადასახადი. შეღავათები დაწესებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომელთა რეიტინგი არ აღემატება 70 ათას ქულას.

ID ბარათი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებითაა დამზადებული და, ლაზერული წესით დამუშავების და გრავირების გამო, მისი გაყალბება თითქმის შეუძლებელია. ID ბარათი საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დამზადდა. მისი შეძენა ყველასთვის სავალდებულო არ არის და გაცემა სურვილის მიხედვით ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირადობის ადრინდელი მოწმობა დაზიანებული და გამოსაყენებლად უვარგისია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100