სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რა სირცხვილია! რით იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის ხელოვანი ადამიანები ასეთ დამცირებას" - ნინა სუბლატი

ნინა სუბლატი მსახიობების ანაზღაურების თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


"რა სირცხვილია! 2 დღეა მსახიობების ინტერვიუებს ვკითხულობ და გული მტკივა! რით იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის ხელოვანი ადამიანები ასეთ დამცირებას გაუგებარია. მსახიობები, რომლებსაც მთელი ქვეყანა იცნობს 200-300 ლარი ხელფასით! წარმოიდგინეთ!


ამ ადამიანებს მთელი ცხოვრება საქმის სიყვარულით კეთებაში აქვთ გატარებული, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მომენტი არ უფიქრიათ რაიმე მატერიალურ სარგებელზე და იმას იმსახურებენ, რომ მოხუცდებიან მშივრები იყვნენ?! ეს ინტერვიუ თუ ვინმემ, ვინც ამათ ხელფასი დააკლო(ისედაც რა ქონდათ)წაიკითხა, არ გაუტყდა ამ ხნის კაცს 5 ლარის თემა რომ აქვს ცხოვრებაში?? და ამათ მაგივრად ვიღაც გასიებული, საქმე კი არა კვერცხების ფხანვის მეტი და რესტარანთან ჯიპის დაპარკინგების მეტი რომ არაფერი უკეთებია ცხოვრებაში 5000-10000 და მეტს იღებდეს..იმის მიუხედავად მოგწონს თუ არა ვინმეს შემოქმედება, არსებობს რაღაც, დაწერილი თუ დაუწერელი, რისი მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც შენ ქვეყანას ემსახურებოდნენ/ემსახურებიან, თავზე არ უნდა გადაუარო და თავი არარაობად არ უნდა აგრძნობინო!


პ.ს ისე, ხელფასი იქით იყოს და მთელ მსოფლიოში არტისტები და ზოგადად ცნობილი ადამიანები სადმე რომ გამოჩნდებიან ხოლმე (ჟურნალი, გაზეთი, ტვ გადაცემა და კიდევ სხვა მრავალი) ამ გამოჩენაში ძალიან დიდ ფულს უხდიან! რატომ - იმიტომ რომ მათი გამოჩენით (და სხვა რაღაცეებითაც თავისთავად) შოულობენ ფულს ესა თუ ის ზემოთ ჩამოთვლილნი - ეს ფაქტია! დარწმუნებული ვარ რა დოზითაც ჩვენი სტარები(არა მხოლოდ მსახიობები) საზოგადოებას ენახებიან, მაგაში რომ მინიმალური ჰონორარი მაინც აიღონ აღარ იქნებიან ასეთ ვითარებაში. ამიტომ ქართველო ხელოვანებო, ამ საკითხზე თამამად შეგიძლით ფიქრი..


და კიდევ ერთი მსოფლიო ფაქტი: ძალიან ხშირად ბიზნესმენები, მეცენატები, მილიონერები ა.შ თავისი კითილი ნებით ასპონსორებენ ისეთ არტისტებს, რომლებიც მეტ ნაკლებად არიან შრომის უნარიანნი და სპონსორობა მათთვის უდიდესი პრესტიჟია!!! 200 კაცის შენახვა გაგიჭირდათ?! ღორად რომ დაიბადები!


ამიტომ უნდა წავიდეს ახალგაზრდა ამ ქვეყნიდან.. ერთ დღეს დაბერდება და მიხვდება, რომ რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა თურმე ბოჟობით სრულდება..
უცნობილესი მსახიობები რომ 5 ლარს სესხულობენ და ცნობილი ნიჭიერი მომღერლები ხინკლის ოხშივარში მღერიან.. ეგაა ჩვენი ქვეყანა!" - წერს მომღერალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100