სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული გემების უმრავლეოსობა მგზავრებს საფრთხე უქმნის

რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ რუსეთში არსებულ წლის ტრანსპორტზე უამრავი პრობლემებია და ბევრ მათგანში არასერტიფიცირებული სამაშველო მოწყობილობებია, ხოლო ბავშვების გადაყვანა სამაშველო ჟილეტების გარეშე ხორციელდება.

როგორც გენპროკურატურის წარმომადგენელმა მარინა გრიდნევამ განაცხადა, რუსეთში არსებულ 700 სამგაზავრო გემს შორის, უმრავლეოსობა 30 წელზე მეტი ხნისაა და მათი მგზავრების გადასაყვანად გამოყენება, საფრთხის შემცველია.

,,გემების მფლობელები აინუნშიც არ აგდებენ იმას, რომ გემის ზღვაში გასვლისას უნდა შემოწმდეს მისი ტექნიკური მხარე. მათ უმრავლესობას არა აქვს იმის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, რომ გემი უსაფრთხოა და ტექნიკურად გამართულია. გემებში არ არის სამაშველო ჟილეტები, რაც გზავრების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია,“– განაცხადა გრიდნევამ.

გენპროკურატურის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ შორეული აღმოსავლეთის რეგიონში, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიით გემით წაიყვანეს. ბორტზე 94 ბავშვი იმყოფებოდა, გემზე კი ბავშვებისთვის განკუთვნილი მხოლოდ 13 სამაშველო ჟილეტი იყო. მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ სფეროში სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება.

,,გავარკვიეთ, რომ სპეციალური სამსახურები ისეთ გემებს აძლევენ ზღვაში გასვლისა და მგზავრების გადაყვანის სერტიფიკატს, რომლებიც სრულიად გაუმართავია და არავინ იცის, როდის ჩაიძირება. ჩვენი ჩარევის შედეგად, აღნიშნულ გემებს სერტიფიკატები ჩამოართვეს და მათ მგზავრების გადაყვენის უფლება აღარ აქვთ,“– აღნიშნა მარინა გრიდნევამ.

გენერალური პროკურატურის მონაცემებით, აღნიშნული საქმის ძიებისას, პროკურორებმა სასამართლოში 550 სარჩელი შეიტანეს. დისციპლინარული და ადმინისტრაციულ სასჯელი 800 ადამიანს შეეფარდა, რომლებსაც მგზავრები უკანონოდ გადაჰყავდათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენპროკურატურამ წყლის ტრანსპორტის სფეროში მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც რამდენიმე კვირის წინ მდინარე ვოლგის კუიბიშევის წყალსაცავში გემი ,,ბულგარია“ ჩაიძირა. გემზე 208 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 79-ის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 20 მამაკაცი, 66 ქალი და 28 ბავშვი დაიხრჩო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100