ნორვეგიაში მოკლული თამთა ლიპარტელიანის ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს

ნორვეგიაში ტერორისტის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის ცხედარი თბილისში გუშინ ღამით ჩამოასვენეს. აეროპორტში თვითმფრინავს თამთას მამა და ახლო ნათესავები დახვდნენ. ცოტა ხნის წინ გოგონას ცხედარი ქუთაისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

თამთა ლიპარტელიანს შაბათს დაკრძალავენ, მანამდე კი მისი ცხედარი ქუთაისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში იქნება დასვენებული.

შეგახსენებთ, რომ თამთა ლიპარტელიანი ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლული დაახლოებით ასამდე ახალგაზრდას შორის აღმოჩნდა. თავდაპირველად ლიპარტელიანი უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ნორვეგიის პოლიციამ გოგონას ცხედარი იპოვა. ლიპარტელიანთან ერთად თავდასხმის დროს კიდევ ერთი ქართველი გოგონა, ნათია ჩხეტიანი იმყოფებოდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

კომენტარი