ხაჯიმბას მხარდამჭერებმა იგი სერგეი შამბაში გაცვალეს

აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სერგეი შამბას გუნდში გადავიდა, იუწყება livepress.ge-ს კორესპოდენტი აფხაზეთიდან ამრა ადლეიბა. მისივე ცნობით, გუშინ აფხაზეთის ყოფილმა მეომრებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ შამბას მხარდამჭერებს შეუერთდნენ. ამრა ადლეიბა იტყობინება, რომ შამბას მხარს უჭერენ ასევე, რუსეთსა და თურქეთში მოღვაწე აფხაზი ბიზნესმენები. სერგეი შამბა თავის საარჩევნო შტაბში დასაქმებულ ახალგაზრდებს თვეში 7000 რუსულ რუბლს უხდის.

კომენტარი