ჩამოდის თუ არა შემოდგომაზე ნიკოლა სარკოზი თბილისში?

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე თბილისში დაგეგმილია პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი. ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საელჩოში განუცხადეს სომხეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების კომენტირებისას. დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, სომხური პრესა დღეს იუწყება, რომ 7-9 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიას ეწვევა, ვიზიტს საქართველოდან დაიწყებს და შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარი